03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
"ვფიქრობთ, ხელისუფლებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას" -პატრიარქი კაზინოების თემას ეპისტოლეში გამოეხმაურა

საქართველოს საპატრიარქომ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გამოაქვეყნა. ეპისტოლეს ერთი ნაწილი აზარტულ თამაშებსა და კაზინოებს ეთმობა. 

"შევეხები მეტად საშიშ და სერიოზულ პრობლემას, - სათამაშო ბიზნესს. ეს საქმიანობა, მართალია, ბიუჯეტისთვის, ალბათ, მომგებიანია, მაგრამ იგი იმდენად უარყოფითი მოვლენაა, რომ ბევრ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია. ჩვენთან კი მას ბოლო დროს ინტერნეტ-სამორინეც (კაზინო) დაემატა. თუ ჩვეულებრივ სამორინეში (კაზინოში) ასაკს ყურადღებას აქცევენ და გარკვეული თანხის ქონა აუცილებელია, ინტერნეტ-სივრცეში ეს შეზღუდვა არ არსებობს; ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც ისედაც მცირე ფინანსები აქვთ, ცდუნებას ვერ უმკლავდებიან და დიდ ვალში და დიდ პრობლემებში ვარდებიან,"-წერს სრულიად საქართველოს კათილოკოს-პატრიარქი ეპისტოლეში. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ აზარტული თამაშების მიმართ პოლიტიკა ისე უნდა წარმართოს, რომ გაითვალისწინოს რისკები, რომელიც ამ ბიზნესს საზოგადოებისთვის ახლავს. 

"კატასტროფულად იზრდება მათი რიცხვი, რომელნიც მიჯაჭვულნი გახდნენ ამ საცდურზე; ბევრმა ქონება დაკარგა, მრავალი ოჯახი დაინგრა, ზოგმა თავიც მოიკლა. . . ვფიქრობთ, ხელისუფლებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას ამ მიმართულებით, და შესაძლებლობისამებრ, დაიცვას ქვეყნის აწმყო და მომავალი,"-ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში. 

 

 

დღის ამბები