03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში მკვლელობისა და თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბრობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საკუთარ ეპისტოლეში მკვლელობებისა და თვითმკვლელობების მიზეზებზე საუბრობს და წერს, რომ მათი ძირითადი მიზეზი „ვიღაცის გაბოროტებული სიტყვაა.“ პატრიარქი ხაზს უსვამს ბოლო პერიოდში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში უხეში მიმართვისა და ცილისწამების გახშირებას.

„ვიღაცას ჰგონია, რომ როცა სხვას შეურაცხჰყოფს, ან ცილს დასწამებს, უმიზეზოდ განურისხდება, ან ბილწსიტყვაობით აჯობებს, ეს დიდი ცოდვა არ არის,  მწარედ ცდებიან.

თუ გავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ, რომ მკვლელობებისა და თვითმკვლელობების ძირითადი მიზეზი არის ვიღაცის გაბოროტებული სიტყვა. ხშირად ოჯახებიც შელაპარაკების ნიადაგზე ინგრევა; უხეში სიტყვის გამოყენების პრაქტიკამ ჩვეულებრივი ხასიათი მიიღო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ურთიერთობებში, მასმედიაში. . . სიტყვა უდიდესი ძალაა“-წერს კათოლიკოს-პატრიარქი ეპისტოლეში.

დღის ამბები