03 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ძლიერი აფეთქება გლდანში მსხვერპლით დასრულდა

ძლიერი აფეთქება გლდანში-შემთხვევას 65 წლის ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აფეთქების სავარაუდო მიზეზი გაზის გაჟონვაა. შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე მოხდა, რის შედეგადაც სახლი ჩაინგრა და მერვე სართულზე მცხოვრები ზოია კალანდარიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. იმ ბინაში მცხოვრები მამაკაცი, რომელშიც აფეთქება მოხდა საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ადგილზე სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.  

დღის ამბები