03 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
აფეთქების დროს დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

გლდანში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული მამაკაცის ჯანმრთლეობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 30 წლის მამაკაცს მრავლობითი მოტეხილობები და 70%-მდე თერმული დამწვრობა აქვს მირებული. მას სასწრაფო ოპერაციისთვის ამზადებენ. დაშავებული ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი. 

დაზარალებულის სამაშველო ოპერაცია დილის შვიდი საათიდან მიმდინარეობდა. 

შეგახსენებთ, რომ აფეთქება დღეს გამთენიისას გლდანში მოხდა, რის მიზეზადაც სავარაუდოდ გაზის გაჟონვა სახელდება. შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები