03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
იერუსალიმიდან თბილისში ღვთაებრივი ცეცხლი გვიან ღამით ჩამოაბრძანეს

ღვთაებრივი ცეცხლი იერუსალიმიდან თბილისში ღამის პირველი საათისთვის ჩამოაბრძანეს.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც იერუსალიმიდან ჩამოვიდა სასულიერო პირებთან ერთად იყო საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორიც.

წმინდა ცეცხლის ჩამოსვლას აერპორტში უმრავი ადამიანი დახვდა. მორწმუნეებმა ცეცხლი სხვადასხვა ეკლესიებსა და სახლებში წაიღეს. რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ კი აეროპორტიდან წმინდა ცეცხლი სვეტიცხოველში მიაბრძანა.

მადლმოსილი ცეცხლი საქართველოში ყოველწლიურად იერუსალიმიდან კანდელით ჩამოაქვთ, რომელიც საპატრიარქოში ინახება.

დღის ამბები