03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებლები მთელს მსოფლიოში ზეიმობენ

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებლები მთელს მსოფლიოში ზეიმობენ. ათასობით მორწმუნე აღდგომას წმინდა მიწაზე შეხვდა. საზეიმო ლიტურგია ჩატარდა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარშიც, სადაც ღვთისმსახურებას რუსეთის პატრიარქი კირილი უძღვებოდა.

ტაძარში, ასობით მრევლთან ერთად, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებიც იმყოფებოდნენ -მათ შორის ვლადიმერ პუტინი, დიმიტრი მედვედევი მეუღლესთან ერთად და მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი. ლიტურგიის შემდეგ პატრიარქმა კირილმა მათ საჩუქრად დეკორატიული კვერცხები გადასცა.

აღდგომის ღამეს რამდენიმე ტაძარში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტიც. პეტრე პოროშენკო ლიტურგიას მეუღლესთან და შვილებთან ერთად ესწრებოდა. კიევის მთავარ ტაძარში ღვთისმსახურება პატრიარქმა ფილარეტმა აღავლინა და დონბასში ომის დასრულების იმედი გამოთქვა.

დღის ამბები