03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
ხელოვნურ ბარიერს მიღმა დარჩენილი საფლავები-ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობა აღდგომას შეზღუდვებით ხვდება

ხურვალეთის სასაფლაო ოკუპანტების მიერ დამონტაჟებული ხელოვნური ბარიერის მიღმა დარჩა. 82 წლის დათა ვანიშვილი ერთადერთია ამ სოფლიდან ვისაც საფლავზე გასვლა შეუძლია, ამიტომ მეზობლები ხშირად სთხოვენ, ოჯახის წევრების საფლავზე სანთელი დაანთოს და მათ მაგივრად წითელი კვერცხი გააგოროს.

ხურვალეთის მსგავსად ოკუპირებულია რამდენიმე სოფლის სასაფლაო.

ამირან მეტრეველი შორიდან გაჰყურებს შვილის საფლავს, იცის რომ გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ისიც იცის, რომ ოკუპანტებმა გამონაკლისი არც სააღდგომოდ დაუშვეს და ვერც წელს მიუახლოვდება ერთადერთი ვაჟის განსასვენებელს.

კირბალელები ვერ ადიან სოფლის სალოცავშიც, მოსახლეობა ყვება, რომ ბევრჯერ გამოქცეულან შეიარაღებული ე.წ. მესაზღვრეების დანახვაზე.

ანალოგიური ვითარებაა ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვისაც. წეროვანის დასახლებაში მოსახლეობის ნაწილს შესასვლელად ე.წ. საშვი ჰქონდა, თუმცა საბუთი ბოლო წელია ბევრს აღარ მისცეს.

მე-7 აღდგომას ხვდებიან თამარაშენიდან დევნილები გორში კომპაქტურად დასახლებულ კოტეჯებში. შვილმკვდარი დედები წლებია სააღდგომოდ საფლავზე შესვლის უფლებას ითხოვენ, წელს ერგნეთის მოლაპარაკებებზე მათი საკითხიც განიხილებოდა თუმცა უშედეგოდ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შვილის საფლავის სურათები გადაუღეს და გამოუგზავნეს.

ავტორი:გვანცა სუთიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები