03 ოქტომბერი 2024,   04:18
ვრცლად
მინისტრების მრჩეველები კონკურსის გარეშე ინიშნებიან-IDFI-ს მორიგი კვლევა

სამინისტროებში მრჩევლები კონკურსის გარეშე ინიშნებიან. ინფორმაციას ამის შესახებ "თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" ავრცელებს. ორგანიზაციამ 95 საჯარო დაწესებულება შეისწავლა. 

იმას, რომ მრჩევლები კონკურს გარეშე არიან დანიშნულები არავინ უარყოფს სამინისტროებში და არც იმას უარყოფენ, რომ ხშირად მრჩევლები მრჩევლის როლს არ ასრულებენ. 

მაგალითად, გარემოს დაცვის სამინისტროში 25 წლამდე ასაკის 2 მრჩეველია დასაქმებული და მათ უფლება-მოვალეობებს შორის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაც შედის. თავად გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი ადასტურებს, რომ მისი მრჩევლები რეალურად მრჩევლები არ არიან და კანონმდებლობის ხარვეზზე მიუთითებს. 

ამ პრობლემებთან ერთად ცალკე საკითხია ხდება თუ არა მრჩევლის ფუნქციების დუბლირება ერთსა და იმავე უწყებაში.  გარემოს დაცვისა და თავდაცვის სამინისტროებში მინისტრებს ჰყავთ მრჩევლები საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, როდესაც ამ უწყებებში ამავე სახელწოდების დეპარტამენტებიც არსებობს.

ლუკა კურტანიზის მეუღლე რამდენიმე დღის წინ თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. ის უწყებაში საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებას უხელმძღვანელებს, თუმცა უწყებაში შესაბამისი დეპარტამენტი უკვე არსებობს.

 

 

ავტორი: ლაშა კვესილაძე

დღის ამბები