03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
ქართველმა ჯარისკაცებმა აღდგომის დღესასწაული ავღანეთში იზეიმეს

აღდგომის დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა გენერალური შტაბის უფროსი.

გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. გენერალური შტაბის უფროსი სააღდგომო ლიტურგიას სამხედროებთან ერთად ბაზაზე არსებულ ქართულ სამლოცველოში დაესწრო.

 

 

 

დღის ამბები