03 ოქტომბერი 2024,   04:18
ვრცლად
აღდგომის დღესასწაულზე სამშობლოში ავღანეთიდან 150 სამხედრო დაბრუნდა

აღდგომის დღესასწაულზე საქართველოში ავღანეთიდან დაბრუნდა 51-ე ბატალიონის პირველი ნაკადი.

150 სამხედრო მოსამსახურეს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ.

სამხედროები ავღანეთში როტაციის პრინციპით მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.

51-ე ბატალიონის სრული პირადი შემადგენლობა სამშობლოში რამდენიმე კვირაში იქნება.

 

 

დღის ამბები