03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ოსმალეთის იმპერიის დროს სომხების მკვლელობას რომის პაპი 20-ე საუკუნის პირველ გენოციდად აფასებს

ოსმალეთის იმპერიის დროს სომეხთა მასობრივ მკვლელობას რომის პაპმა მეოცე საუკუნის პირველი გენოციდი უწოდა. განცხადება ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ჩატარებულ მესაზე გააკეთა, რომელიც სომხეთა მასობრივი მკვლელობის 100 წლისთავს ეძღვნებოდა.

ცერემონიას სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანიც ესწრებოდა.

ისტორიული წყაროების თანახმად, პირველი მსოფლიო ომის დროს ოსლამეთის იმპერიის ჯარმა მილიონ ნახევარი სომეხი იმსხვერპლა. მომხდარს თურქეთი გენოციდად არ აღიარებს. 

 

 

დღის ამბები