03 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
შალვა აბულაძე-კრიმინალური წარსული და განუხორციელებელი ბიზნეს გეგმები

ბექა მარგიშვილის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის.  2005 წელს ბავშვობის მეგობარს ვახტანგ შენგელიას ესროლა და დაჭრა. მკვლეოობის მცდელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისთვის და მარიხუანას მოწევისთვის აბულაძეს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჯამში ის ამნისტიით 8 წლის შემდეგ 2013 წლის 23 ნოემბერს გაანთავისუფლეს.

2015 წლის 23 იანვარს ბორჯომში პოლიციელის მკვლეობის ფაქტის შემდეგ გამოძიებამ მალევე დაასკვნა, რომ თავდამსხმელი შალვა აბულაძე იყო და მასზე ძებნა გამოცხადდა.

მანამდე კი აქციაზე, რომელიც "ბორჯომის წყლის" ჩამოსხმის მონოპოლიის გაუქმებასა და ბაზარზე წვრილ მეწარმეთა დაბრუნებას ითხოვდა, შალვა აბულაძის გვერდით მისი ბავშვობის მეგობარი, დავით როკეტიშვილი იდგა. ქართული ოცნების ყოფილი აქტივისტი, ბორჯომის საკრებულოში უკვე ბურჯანაძის სიით იყო შესული. მისი გადმოცემით, შემოდგომაზე მოწყობილ აქციას სწრაფი შედეგი ჰქონდა.

დიდ ბიზნესთან მებრძოლ აბულაძეს წვრილ–წვრილი ბიზნესი ჰქონდა. ერთი იყო საზაფხულო კაფე ბორჯომის პარკის შესასვლელში. თბილისში პოლიციელის მკვლელად მისი გამოცხადებიდან მესამე დღეს კაფეში ცეცხლი გაჩნდა.

შალვა აბულაძეს მამუკა ხაზარაძის საწინააღმდეგო კამპანიაში გვერდით გაზეთი „ასავალ–დასავალი“ ამოუდგა.

დაკავებულის კიდევ ერთი მეგობარი და ნათელ–მირონი, ასევე პატიმრობამოხდილი გოჩა ციცქიშვილი ვარაუდობს, რომ აბულაძისთვის პოლიციელთა მკვლელობის დაბრალება საპროტესტო მოძრაობის ლიდერის ჩამოსაცილებლად იყო ჩაფიქრებული.

ავტორი:თენგო გოგოტიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები