03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
მუსლიმი მამა და მისი ქრისტიანი შვილი მაღალმთიან აჭარაში ერთად ცხოვრობენ

მაღალმთიანი აჭარის უჩამბას ხეობაში მამა-შვილი ველიძეები ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრობენ. მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ის ფაქტი, რომ შვილი ქრისტიანია ხოლო მამა მუსლიმი.

როგორც შალვა ველიძე "პოსტსკრიპტუმთან" ყვება, ისინი მუდამ ერთად არიან და ერთმანეთს გასაჭირში ეხმარებიან. 

"მე როცა ვმარხულობ, მამაჩემი მიკეთებს შესაბამის საჭმელს ან პირიქით მე ვეხმარები მას,"- ამბობს შალვა ველიძე. 

მისივე განცხადებით მათ პრობლემა არც ყოველდღიურ ცხოვრებაში ექმნებათ. მაშინ როცა შალვა დილის ლოცვებს კითხულობს, მამამისი ნამაზის აღების პროცედურას აკეთებს ისე, რომ ერთმანეთს ხელს არ უშლიან. 

შალვა ველიძის ოჯახში სააღდგომო მზადება ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, შეიღება კვრცხებიც და გამოცხვა პასკაც. 

ავტორი: თეა ადეიშვილი

დღის ამბები