03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
სასაფლაოების მიმართულებით დღეს ყვითელი ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით დღესაც ისევე როგორც გუშინ, ავტობუსები იმოძრავებს დედაქალაქის 8 სასაფლაოს მიმართულებით.

ამისათვის 50 ავტობუსია გამოყოფილი. ტრანსპორტი მოსახლეობას დილის 7-დან საღამოს 7 საათამდე უფასოდ მოემსახურება.

უფასო ავტობუსები მეტრო დიდუბიდან გავა - მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით.

მარჯანიშვილიდან და სადგურის მოედნიდან - კუკიისა და მახათას სასაფლაოებისკენ.

დელისიდან - საბურთალოს სასაფლაოს, სარაჯიშვილიდან - თბილისის ზღვის მიმართულებით.

ავტობუსები იმოძრავებენ ჭიჭინაძის ქუჩიდან ვერის სასაფლაოსკენ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოზე კი უფასო ტრანსპორტი მოსახლეობას მეტრო ვარკეთილიდან და მესამე მასივის, შუამთის ქუჩის მეათე კვარტლიდან მოემსახურება.

დღის ამბები