03 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული იწყება

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული იწყება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, საფლავთა კურთხევას აღნიშნავს.

მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. მათ თან პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ.

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების საშუალება აქვთ.

აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია და მორწმუნეებს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეეძლებათ.

გუშინ კი მადლიერების დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, სამების საკათედრო ტაძარში, სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა.

მადლიერების დღე წელს პირველად აღინიშნა და ილია მეორის ინიციატივით ის ყოველ აღდგომას აღინიშნება.

დღის ამბები