03 ოქტომბერი 2024,   04:18
ვრცლად
კოტე თოლორდავას საქართველოში გადმოსვენების თარიღი დღეს გაირკვევა

დღეს უნდა გაირკვეს როდის გადმოასვენებენ მოსკოვიდან თბილისში მსახიობ კოტე თოლორდავას. სავარაუდოდ დღესვე, ექსპერტიზის შემდეგ, გახდება ცნობილი მისი გარდაცვალების მიზეზიც.

კოტე თოლორდავა ორი დღის წინ იპოვეს გარდაცვლილი მოსკოვში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში.ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ გადატვირთული განრიგის გამო მას გულის შეტევა მოუვიდა. მსახიობი რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა.

თოლორდავა მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო. ის არაერთ ფილმშია გადაღებული. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლი კი იყო სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები.“

დღის ამბები