03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
პანკისიდან გაუჩინარებული ახალგაზდების ფოტოები გავრცელდა

პანკისის სკოლიდან გაუჩინარებული ახალგაზრდების შესახებ პირველი ცნობები გავრცელდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ფოტო, რომელზეც 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი ისლამური სახელმწიფოს დროშის ფონზე არიან გადაღებული.

ახალგაზრდებს სამხედრო ფორმა აცვიათ და ხელში „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატები უჭირავთ. მოზარდები პანკისის ხეობიდან 2 აპრილს გაუჩინარდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის, ასევე პანკისელი თარხან ბათირაშვილის დაჯგუფებაში არიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები