03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
თეა წულუკიანის თქმით, ყველა ქვეყნისთვის შთამბეჭდავია საქართველოს ნარკოპოლიტიკა

დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

თეა წულუკიანი კონგრესზე სიტყვითაც გამოვიდა. მან საქართველოში მართლმსაჯულებისა და პროკურატურის სისტემაში გატარებულ რეფორმებზე ილაპარაკა.

მინისტრის თქმით, მან ისაუბრა ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე.

„შთამბეჭდავია ყველა ქვეყნისთვის, რომ სწორედ საქართველომ შეცვალა 2 წელია პოლიტიკა და ხდება ნარკოტიკების ამოღების აქტიური პოლიტიკის გატარება,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

კონგრესი დოჰაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით იმართება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მსოფლიოს 70 ქვეყნის იუსტიციის მინისტრი და მინისტრის მოადგილე მონაწილეობს.

დღის ამბები