03 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ცხინვალის საოკუპაციო ხაზზე შეზღუდვები ამ დრომდე არ მოხსნილა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა დღეიდან უნდა მოხსნას ოკუპაციის ხაზზე გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები.

სავარუდოდ ამის შემდეგ ქართული სოფლების მოსახლეობა შეძლებს იმ სალოცავებში და სასაფლაოებზე მისვლას, რომლებიც მავთულხლართებს მიღმა მდებარეობს.

შეზღუდვა ორი დღით, სააღდგომოდ დაწესდა, და ადგილობრივებმა ვერ შეძლეს ოკუპირებულ მხარეს სალოცავებში გადასვლა. ამის უფლება მხოლოდ იმ მოქალაქეებს ეძლეოდათ ვისაც ცხინვალის რეჟიმის მიერ გაცემული პასპორტი აქვს.

ბოლო ინფორმაციით ამ დრომდე საოკუპაციო ზოლზე შეზღუდვები მოქმედებს. 

"32 წლის ბიჭი მყვს დასაფლავებული. გული მტკივა, რომ ვერ მივდივარ და კვერცხსაც ვერ ვაგორებ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია. ვერც სასაფლაოს ვუვლით სათანადოდ, ვერც სალოცავში გადავდივართ," - აცხადებენ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები "კურიერთან" საუბრისას. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები