03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა აბაშაში. ნისანის მარკის ავტომობილი აბაშა-ჯაპანის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში ჩავარდა. შემთხვევის მიზეზად ცუდი ხილვადობა სახელდება. 

ავტომობილში 6 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ორმა კი ავტომობილიდან გამოსვლა შეძლო. 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. 

შემთხვევის ადგილზე საპატრულო სასწრაფო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. 

დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია და ისინი სახლში გადიან მკურნალობას. დაღუპულთა ცხედრები წყლის არხიდან უკვე ამოიტანეს და ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული. 

არსებული ინფორმაციით შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ოჯახი სასაფლაოდან სახლში ბრუნდებოდა.

დღის ამბები