03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
მამუკა არეშიძე სირიაში ახალგაზრდების წასვლის პრობლემის მოგვარების გზებს ასახელებს

პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების საბრძოლველად წასვლას კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ეხმაურება და პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ საშუალებად სოციალური პროგრამების გაძლიერებას ასახელებს.

არეშიძე აცხადებს, რომ მუსულმანურ ქვეყნებში პანკისის გარდა საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც მიდიან, მათ შორის აჭარიდან.

"მარტო პანკისიდან არ მიდიან სირიაში ან ერაყში, ქვემო ქართლიდან და აჭარიდანაც მიდიან ახალგაზრდები. 100-ზე მეტი მოქალაქე უნდა იყოს სირიაში და ერაყში. რეპრესიული მეთოდები არ უნდა იყოს პრიორიტეტი,  სოციალური პროგრამები უნდა გაძლიერდეს ქვეყანაში, რომ ახალგაზრდებს იქ წასვლის სურვილი მოესპოთ," - ამბობს მამუკა არეშიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები