03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებმა მოსახლეობამ წინაპრების საფლავზე გასვლა ვერ შეძლო

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული აკრძალვა კვლავ ძალაში რჩება. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს ახლობლების საფლავებზე მისვლას, რომელიც რუსულმა მავთულხლართებმა ცხინვალის რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე დატოვა.

ოკუპირებული ცხინვალის გადაწვყეტილება დაუშვებლად შეფასა დღეს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ. მას მიაჩნია, რომ მარიონეტული რეჟიმის ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებებს არღვევს. 

საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. თამარ ბერუჩაშვილის უწყებაში განმარტავენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის გადაწყვეტილება საერთაშორისო ნორმებს და ადამიანის უფლებებს არღვევს. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საოკუპაციო ზოლზე შეზღუდვები დაწესებულიყო, რომელიც დღეს უნდა გაუქმებულიყო თუმცა ამ დრომდე მოქმედებს. 

ოკუპირებულ ცხინვალთან წითელი ჯვრის წარმომადგენლებმაც აწარმოეს მოლაპარაკებები, თუმცა უშედეგოდ. 

ავტორი - ნათია მღებრიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები