03 ოქტომბერი 2024,   04:18
ვრცლად
ოკუპირებული სოხუმი გალში ქართული ენის სწავლებას კრძალავს

ოკუპირებული სოხუმი ახალ აკრძალვებს აწესებს. გალის რაიონში მცხოვრები ქართული სოფლების გამგებლები, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ე.წ. საზღვრის გადმოკვეთას ვეღარ შეძლებენ.

ენგურის ხიდის გადმოკვეთას უკვე მხოლოდ გალის ის მაცხოვრებლები შეძლებენ, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული თანამდებობები არ უკავიათ. 

გარდა ამისა ხაჯიმბას მთავრობა სექტემბრიდან 40-მდე  ქართულ სკოლაში ქართული ენის სასწავლო პროგრამიდან ამოღებას ითხოვს.

იმ შემთხვევაში, თუ სოხუმის გეგმა ძალაში შევიდა, შესაძლოა 4 ათასზე მეტმა ეთნიკურად ქართველმა მოსწავლემ საშუალო განათლება რუსულ ენაზე მიიღოს.

 

ავტორი: დავით კაკულია 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები