03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
"აღდგომიდან ამაღლებამდე" - ბათუმში პირველად ნინო მაჩაიძე იმღერებს

მსოფლიოში აღიარებული საოპერო სცენების და წარმატებული წარმოდგენების შემდეგ ნინო მაჩაიძე ქართველ მსმენელისთვის იმღერებს. ქართველი სოპრანო თბილისში პრველი სოლო კონცერტისთვის ემზადება. 

მსოფლიოში აღიარებული ქართველი ვარსკვლავის სოლო კონცერტით გაიხსნება ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე," კონცერტიდან შემოსული თანხები სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. 

10 წლის იუბილეს ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" არაერთ ცნობილ მუსიკოსთან ერთად ხვდება. კიდევ ერთი ვარსკვლავი პროგრამაში ალექსანდრე კორსანტიაა, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი 50 წლის იუბილეს საკუთარი და საქართველოს საზღვრებს მიღმა მოღვაწე მოწაფებიის კონცერტებით შეხვდება.

მეათე საფესტივალო პროგრამა საიუბილეო კონცერტებით დატვირთჲლი აღმოჩნდა. საკუთარ შემოქმედებას საკონცერტო ფორმა უკვე მოუძებნა ოთარ ტატიშვილმაც.

ავტორი:სალომე ბანშვილი

 

დღის ამბები