03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
„ზოგჯერ საუკეთესო იდეები საპირფარეშოდან მოდის,“-CNN ქართველი მოჭადრაკის სკანდალის შესახებ

„ზოგჯერ საუკეთესო იდეები საპირფარეშოდან მოდის,“- ასე იწყება ტელეკომპანია CNN-ის მიერ მომზადებული სტატია ქართველ მოჭადრაკეზე, რომელიც საერთაშორისო ტურნირიდან გამოაგდეს.

ტელეკომპანია CNN-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაში დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია თუ რა მოხდა დუბაიში და რატომ დაატოვებინეს საეთაშორისო ჩემპიონატი ქართველ მოჭადრაკე გაიოზ ნაგალიძეს.

„საქართველოდან ჩემპიონატზე ჩამოსული გაიოზ ნაგალიძე, მაშინ დააკავეს, როდეს ის ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს საპირფარეშოში მობილურის მეშვეობით სვლებს ამოწმებდა.  ტელეფონში ჩაწერილი იყო სპეციალური აპლიკაცია. პროგრამა იმ პარტიას ამუშავებდა, რომელსაც ქართველი მოჭადრაკე თამაშობდა. ტელეფონში შესაბამისი კომბინაციები შეყვანილი იყო.  ჩემპიონატიდან გამოგდების დროს გაიოზ ნაგალიძე ტიგრან პეტროსიანის წინააღმდეგ თამაშობდა.  

ქართველი მოჭადრაკის საეჭვო ქცევების შესახებ ტურნირის ადმინისტრაციას სწორედ სომეხმა მოჭადრაკემ შეატყობინა.  საპირფარეშოში სადაც გაიოზ ნაგალიძე რამდენჯერმე შევიდა ქაღალდში გახვეული ტელეფონი იპოვეს.

პირველად ქართველი ირწმუნებოდა, რომ ტელეფონი მისი არ იყო. მაგრამ ტურნირის ხელმძღვანელებმა ტელეფონი შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ყველა სოციალური ქსელი სწორედ გაიოზ ნაგალიძის სახელით და გვარით იყო გახსნილი.

ქართველი მოჭადრაკის შესახებ ინფორმაცია უკვე გადაეგზავნა მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციას. დუბაი ქართველი მოჭადრაკის დასჯას მოითხოვს. შესაძლოა გაიოზ ნაგალიძე 15 წლით დისკვალიფიცირებული აღმოჩნდეს,“- ნათქვამია CNN-ის მიერ მომზადებულ სტატიაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები