03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
ავტოკატასტროფა ავტობანზე - დაღუპულია 2 ახალგაზრდა

2 ადამიანი ემსხვერპლა ავტოკატასტროფას გორის რაიონში. ავარია სოფელ ახალდაბასთან მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები სოფელში გორიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მერსედესის მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა და შემდეგ სარწყავ არხში გადავარდა.

წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდები არაფხიზელ მდგომარეობაში  იმყოფებოდნენ. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ცხედრები უკვე გადაასვენეს გორის პროზექტურაში. 

დღის ამბები