03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
ნეპოტიზმის კრიმინალიზაციაზე დღეს დეპუტატები იმსჯელებენ

პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების რეგიონულ კომისიებში, საპარლამენტო მონიტორინგის დაწესების შესახებ იმსჯელებენ დღეს დეპუტატები ადამიანის უფლებთა დაცვის გასვლით სხდომაზე.

ქობულეთში გამართული სხდომის დროს კანონმდებლებმა ასევე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებითაც. საუბარია ნეპოტიზმის კრიმინალიზაციაზე.

„ჩვენი საკანონმდებლო წინადადების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის სპეციალური ნორმა, რომელიც ითვალისწინებს კონკურსის წესის დარღვევის სისხლის სამართლის წესით დასჯას,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ.

მისვე თქმით, საკონკურსო წესების დარღვევა ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები