26 აპრილი 2024,   12:17
ვრცლად
20-21 ივნისის მოვლენები - პროკურატურამ შსს-ის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ განცხადება გენერალურ პროკურატურაში ცოტა ხნის წინ გაკეთდა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, დაარღვია სპეცსაშუალების გამოყენების წესი და აქციის ორ მონაწილეს ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა. პროკურატურამ შესაბამისი ვიდეომასალა გაავრცელა. 

"გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა იარაღის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომელი დაკავებულია იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ"ქვეპუნქტით. ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით," - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

 

დღის ამბები