03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
პრეზიდენტმა 78 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების აქტით 78 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან 57 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. 21 მსჯავრდებულის სასჯელი კი სხვადასხვა ოდენობით შემცირდება - ზოგს გაუნახევრდება, ზოგს კი სასჯელის ერთი მესამედი მოაკლდება.

შეწყალების აქტი პრეზიდენტმა დღეს გამოსცა. პრეზიდენტის  გადაწყვეტილება ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ გააცნო. ქორიძის თქმით, შეწყალებულ მსჯავრდებულებს შორის განზრახ მკვლელობის მუხლით მხოლოდ ერთი მათგანია მსჯავრდებული. მას სასჯელი გაუნახევრდა.

ქორიძემ აღნიშნა, რომ შეწყალების კომისიამ სულ 460 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. 

დღის ამბები