03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა დედაენის დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

დღეს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.

მთელი დღის განმავლობაში დედაენის ძეგლთან ღონისძიებებია დაგეგმილი. ამ დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის განცხადებაში ნათქვამია: „ქართველმა ხალხმა საბჭოთა რეჟიმის პირობებში გმირობის ტოლფასი ნაბიჯი გადადგა - როდესაც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს საფრთხე დაემუქრა, უყოყმანოდ დაუპირისპირდა საბჭოთა რეპრესიულ მანქანას და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. ქართველი ხალხის ერთსულოვნებამ და უკომპრომისო პროტესტმა საბჭოთა რეჟიმი აიძულა დათმობაზე წასულიყო. ამ დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხი არასოდეს დათმობდა თავის უმთავრეს ღირებულებებს,” - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

დღის ამბები