03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
ხმაური დედაენის ბაღში - თბილისის მერს აქციის მონაწილეები დახვდნენ

ხმაური იყო რამდენიმე წუთის წინ დედაენის ბაღში. სადაც დედაქალაქის მერი დედაენის დღის აღსანიშნავად იმყოფებოდა, იქვე კი საყდრისის კომიტეტის წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ. 

აქციის მონაწილეებმა თბილისის მერთან გასაუბრება სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება დაცვის წევრებმა არ მისცეს. 

აქციის მონაწილეები საყდრისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დავით ნარმანიასგან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდნენ. ასევე აქციის მონაწილეებმა თბილისის მერს "პანორამა თბილისის" მშენებლობის შეჩერება და პროექტზე უარის თქმა მოთხოვეს.

თბილისის მერს საყდრისის საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია და მოქალაქეებს დაპირდა, რომ მათთან შეხვედრას გამართავდა. 

დედაენის ბაღში საყდრისის აქციას საპარლამენტო უმცირესობის წარმომდგენლებიც შეუერთდნენ. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. 

აქციას საყდრისის გადარჩენის მოთხოვნით არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. 

 

 

დღის ამბები