03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
1 წლის თავზე მოქალაქეები კვლავ საყდრისის გადარჩენას ითხოვენ

საყდრისში საპროტესტო აქციების დაწყებიდან და კარვების გაშლიდან დღეს ერთი წელი შესრულდა. თარიღი საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა დღეს დედაენის ძეგლთან აღნიშნეს.

გამოიფინა ფოტოები, რომელიც საყდრისის ამჟამინდელ მდგომარეობას ასახავს.

უცვლელია საყდრისის მცველთა მოთხოვნები. ისინი კვლავ მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას და ძეგლზე არქეოლოგების დაშვებას ითხოვენ.

ასევე მთავარ მოთხოვნად რჩება პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. 

დედაენის ბაღში გამართულ აქციას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები