03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ცერემონია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე

სამხედრო მისია ავღანეთში 51-ე ბატალიონმა უდანაკარგოდ შეასრულა და სრული შემადგენლობით საქართველოში ბრუნდება.

სამოქმედო რაიონი ფარვანის პროვინციაში IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა ოფიციალურად გადაიბარა. ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.

გენერალური შტაბის უფროსმა „ქართული სამეკავშირეო ჯგუფის“ 10 წარმომადგენელი მედლებით დააჯილდოვა. ოფიციალური მონაცემებით, 51-ე ბატალიონმა თავის სამოქმედო რაიონში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მაქსიმალურად შეზღუდა ამბოხებულთა მოქმედებები, რამაც რაიონში სტაბილურად უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

დღის ამბები