03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
"ვისაუბრეთ იმ ანტიევროპულ დისკუსზე, რომელიც ბოლო პერიოდში ისმის," - ანა ნაცვლიშვილი

ადამიანის უფლებები და ბოლო დროს გახშირებული თავდასხმები არასამთავრობოების მისამართით - ამ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა დანიის, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას.

დასავლელ მინისტრებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა დასავლური ინტეგრაცია იყო.

"ვისაუბრეთ იმ ანტი ევროპულ დისკუსზე, რომელიც ბოლო პერიოდში ისმის, მათ შორის ზოგიერთი თანამდებობის პირის მხრიდანაც და მის შესაძლო ძალიან ცუდ შედეგებზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის." - აცახდებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განმარტებით, მთავრობამ უნდა გადადგას ეფექტური ნაბიჯები, პრო რუსულ ჯგუფებთან დაკავშირებით, რომლებიც გააქტიურდნენ განსაკუთრებით რეგიონებში და მცდარ ინფორმაციას აწვდიან მოსახლეობას.  

დღის ამბები