03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
„საგარეო საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას ვურჩევ, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობის გაძლიერებას," - მაია ფანჯიკიძე

გალის სკოლებში ქართული ენის სწავლის შესაძლო აკრძალვას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.

მაია ფანჯიკიძე მოქმედ მთავრობას ჟენევის ფორმატში გააქტიურებას და პრინციპული პოზიციის დაცვას ურჩევს.

ამ თემას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის, თქმით, ამ საკითხთან დაინტერესებას გამოხატავენ და შეეცდებიან გარკვეული გავლენის მოხდენას ამ პროცესებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ახალი სასწავლო წლიდან გალის სკოლებში ქართული ენის სწავლება საერთოდ აიკრძალოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები