03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
მორიგი ხმაურიანი აქცია დედაენის ბაღში

მორიგი ხმაურიანი აქცია დედაენის ბაღში. ამ წუთებში აქციას დედაენის ძეგლთან თავისუფალი ზონისა და აფხაზთა კრების წარმომადგენლები მართავენ.  ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ არ შეეგუებიან ქვეყნის ოკუპაციას. 

აქციის მონაწილეებმა დედაენის ძეგლთან მიიტანეს საოკუპაციო ხაზიდან მოპარული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშანი და ის ამოყირავებული დატოვეს ძეგლთან. 

"ჩვენი ხელისუფლება უმოქმედოა, ოკუპაცია გრძელდება და ჩვენ ამას არ შევეგუებით," - აცხადებენ თავისუფალი ზონის წარმომადგენლები. 

ამ წუთებში საპროტესტო აქციაზე აქციის ორგანიზატორები სიტყვით გამოდიან. 

 

დღის ამბები