03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
საყდრისის მცველები დავით ნარმანიას წინააღმდეგ

საყდრისის მცველები დღეს საკუთარ პრეტენზიებს თბილისის მერს უყენებდნენ. დედაენის ძეგლთან მისულ დავით ნარმანიას პროექტ "პანორამა თბილისის" გამოც მოუხდა კრიტიკის მოსმენა.

ერთი წლის შემდეგ კარვების ქალაქის დამფუძნებლებმა ხელისუფლებას საყდრისის გადარჩენისკენ მოუწოდეს და მათი მოთხოვნები შეახსენეს.

საყდრისის მცველები საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ.

შეიქმნება თუ არა საყდრისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია, ეს ხვალინდელ სხდომაზე გახდება ცნობილი.

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მხარს უჭერენ თავისუფალი დემოკრატები. მსგავსი კომისიის შექმნის წინააღმდეგია მმართველი გუნდი.

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების მოთხოვნას დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციაც შეუერთდა და მათაც საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს.

 

ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, ვახო ბუნტური, ნინო სამყურაშვილი, ნიკა ვაწაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები