03 ოქტომბერი 2024,   04:18
ვრცლად
"პანკისში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის სახლში ტერორისტი ცხოვრობდა," - გელა მთივლიშვილი

"პანკისში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის სახლში ტერორისტი ცხოვრობდა,"- ეს განცხადება ჟუნრალისტმა, გელა მთივლიშვილმა, ტელეკომპანია რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში თოქშოუ არჩევანში გააკეთა. 

როგორც ის აცხადებს, მოჯაჰედი, რომელის განმარტება რეალურად რელიგიური მოტივებით მებრძოლს ანუ ტერორისტს ნიშნავს, საქართველოში დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. 

როგორც მთივლიშვილი ამბობს, დაღესტნელი ტერორისტი მაგომედ მაგომედოვი პანკისში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის სახლში ცხოვრობდა. 

"ლაფანყურის გავლით დაღესტნელი მოჯაჰედი საქართველოში შევიდოდა. მაგომედ მაგომედოვი დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა. ის, როგორც არჩევნებამდე, ასევე მას შემდეგ 2012-2013 წლებში უსაფრთხოების სამსახურის სახლში მაჩალიკაშვილის სახლში ცხოვრობდა, რომლის სახელიც ზუსტად არ მასხოვს, სავარაუდოდ რევაზი ჰქვია," - აცხადებს გელა მთივლიშვილი. 

 

დღის ამბები