03 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
"თავს აჭრიან, წვავენ, აწამებენ ყველას, რადგან ისინი არიან ქრისტიანები," - მამა სერაფიმე

"თავს აჭრიან, წვავენ, აწამებენ ბავშვებს, დიდებს, ყველას, რადგან ისინი არიან ქრისტიანები. თუმა კლავენ არამარტო ასურელ ქრისტიანებს, არამედ ყველას, ვინც მათ არ ემორჩილება. ისინი თხოვენ მათ სარწმუნოების შეცვლას,"- აცხადება რუსთავი2-ის ეთერში მამა სერაფიმე.

მამა სერაფიმემ  თოქშოუ არჩევანში საუბრისას აღნიშნა, რომ ვიდეოებს ასურელი ქრისტიანები ხშირად უგზავნიან და დახმარებას ითხოვენ. 

"ეს არის ვიდეოები, სადაც ბავშვებს აჭრიან თავს, ცემენ, წვავენ, უკლავენ ოჯახის წევრებს. ეს არის საშინელება. რელიგიური წმენდა მიმდინარეობს სირიაში. მე და არა მარტო მე ვიღებთ სირიიდან ვიდეოებს, სადაც ასურელი ქრისტიანები ითხოვენ დახმარებას, შველას. ამ გენოციდის შესახებ იმართება მსოფლიოში აქციები. ჩვენც გავმართეთ თბილისში ეს აქცია. მე არ ვფიქრობ, რომ მუსლიმანური სარწმუნოება ქადაგებს იმას, რომ წადი, მოკალი ყველა, რომ სამოთხის გასაღები დაიჭირო ხელში," - განაცხადა მამა სერაფიმემ. 

 

 

 

დღის ამბები