03 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
"ხელისუფლება უბიძგებს ახალგაზრდებს, რადიკალურ რელიგიურ ექსტრემიზმამდე მივიდეს," - ტარიელ ნაკაიძე

"ხელისუფლება უბიძგებს ახალგაზრდებს, რადიკალურ რელიგიურ ექსტრემიზმამდე მივიდეს," - ეს განცხადება თოქშოუ არჩევანში გიორგი გაბუნიასთან საუბრისას ტარიელ ნაკაიძემ გააკეთა. 

მას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება მუსლიმანთა უფლებებს ვერ იცავს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს ქვეყანაში. 

"საქართველოს ხელისუფლება მუსლიმანთა უფლებების დაცვას ვერ ახერხებს. ამის დასტურია ის, რომ ქობულეთში ვერ დაიწყეს მუსლიმმა ბავშვებმა სწავლა, ბათუმში ვერ შენდება ახალი მეჩეთი, მოხეში ვერ ბრუნდება მეჩეთი. ეს ყველაფერი კი მიდის იქამდე, რომ ახალგაზრდა ისლამისტი მიდის იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ის გახდეს რადიკალი ისლამისტი. ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი," - აცხადებს ტარიელ ნაკაიძე. 

დღის ამბები