26 აპრილი 2024,   15:15
ვრცლად
20 ივნისის საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი დააკავეს

20 ივნისის საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი დააკავეს. როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, შსს-ს მიერ დაკავებულ პირთა შორის, მორის მაჩალიკაშვილიც არის. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ორი პირი დააკავეს. 

საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობას, პოლიციელებზე თავდასხმასა და ორგანიზებულად, შტურმით პარლამენტის შენობაში შეჭრას ედავება.

როგორც მაჩალიკაშვილის ადვოკატი ამბობს, შს სამინისტროს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან მორის მაჩალიკაშვილი დღეს მოწმის სახით გამოკითხვაზე იყო დაბარებული, თუმცა მისი გამოკითხვა შს სამინისტროს ინიცატივით ორშაბათისთვის გადაიდო.

„მოულოდნელი იყო დაკავება. დღეს უნდა მოვსულიყავით გამოკითხვაზე, მორის მაჩალიკაშვილი უნდა მოსულიყო შს სამინისტროში, თუმცა შს სამინისტროს ინიციტივითვე გადაიდო გამოკითხვა ორშაბათისთვის და მოულოდნელად დღეს მოხდა მისი დაკავება. 20 ივნისის საქმეზე მოწმის სტატუსით იყო დაბარებული,“ - ამბობს ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი.

 

 

დღის ამბები