03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
„რა განზრახვა ქონდა თბილისის განვითარების ფონდს კონკურსის ჩატარებისას?“ - “საერთაშორისო გამჭვირვალობა“

თბილისის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ კონკურსს ეჭვქვეშ აყენებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“. განსაკუთრებით საეჭვო კი მათი თქმით, კონკურსის ჩატარების ვადებია. როგორც განმარტავენ, კომპანიებს ქალაქის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების გეგმის წარდგენა ხუთი დღის განმავლობაში შეეძლოთ. საბოლოოდ კონკურსში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გამარჯვებულად გამოცხადდა.

„მცირე ვადები აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა განზრახვა ქონდა წინასწარ თბილისის განვითარების ფონდს კონკურსის ჩატარებისას?“ - აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.

არასამთავრობო ორგანიზაცია არაჯანსაღ კონკურენციაზე საუბრობს. მათი ვარაუდით, თბილისის განვითრების ფონდს წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი ვინ იქნებოდა გამარჯვებული. ამ ბრალდებებს თბილისის განვითარების ფონდში გამოეხმაურნენ. 

დღის ამბები