03 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
„ნუ გადააყოლებთ 3 ათას ოჯახს გამოგონილ კულტურულ მემკვიდრეობას“ - არემჯის თანამშრომლების პროტესტი [ფოტო]

„არემჯი გოლდის“ თანამშრომლები და კაზრეთის მოსახლეობის ნაწილი კაზრეთის ცენტრში საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ შეწყდეს აქციები საყდრისის დასაცავად და „არემჯი გოლდის“ წინააღმდეგ.

„ნუ გადააყოლებთ 3 ათას ოჯახს გამოგონილ კულტურულ მემკვიდრეობას!“, „არ დავუშვებთ საწარმოს შეჩერებას ჩვენივე მომავლისთვის“, "არ დავუშვებთ საწარმოს შეჩერებას ჩვენივე მომავლისთვის!", "პრეზიდენტო მარგველაშვილო, ვინ დაიცავს ჩვენს ოჯახებს?" - ასეთი ლოზუნგები უჭირავთ ხელში კაზრეთში გამართული აქციის მონაწილეებს.

არემჯის თანამშრომლები პოლიტიკურ პარტიებს თავისუფალ დემოკრატებს, რესპუბლიკელებსა და ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებენ, რომ არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია, თითქოს საყდრისი კულტურული ძეგლია. აქციის მონაწილეების თქმით, "გამოგონილ კულტურულ მემკვიდრეობას" მათი სამუშაო ადგილები ეწირება. 

აქციაზე გააპროტესტეს "რუსთავი 2"-ის ჟურნმალისტის გამოჩენაც. ისმოდა ბრალდებები საკითხის არასწორად გაშუქების გამო.

დღის ამბები