03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
"ადეიშვილისთვის წითელი ცირკულარის გაუქმება ლტოლვილის სტატუსს უკავშირდება", - ომბუდსმენის მოადგილე

სახალხო დამცველის ოფისი ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღებას ეხმაურება.

ომბუდსმენის მოადგილის განმარტებით, წითელი ცირკულარის გაუქმება ადეიშვილის მიერ ლტოლვილის სტატუსის მიღებას უკავშირდება.

„თუ კი პირს აქვს ლტოლვილის სტატუსი, ეს ნიშნავს, როგორც საერთაშორისო ნორმებით, ასევე შიდა კანონმდებლობით, რომ ის მაინც არ დაექვემდებარება გადმოცემას,“ - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ ნათია კაციტაძემ.

ომბუდსმენის მოადგილის თქმით, ლტოლვილის სტატუსი არ არის დაკავშირებული სისხლის სამართლის შინაარსთან. მისი თქმით, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძველი გაწერილია საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვითაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები