03 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
რიჩარდ ნორლანდი პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების გაყვანის ფაქტებს ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების გაყვანის ფაქტებს ეხმაურება.

ელჩის განცხადებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს მთავრობა და შეერთებული შტატები აქტიურად თანამშრომლებენ.

„ამ პრობლემის გადაჭრაში უნდა ჩაერთოს სოციალური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროები, რადგან ეს პროცესი იყოს შეჩერებული. ამ მხრივ საქართველო არ არის უნიკალური შემთხვევა. ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან აფასებს იმ თანამშრომლობას, რომელიც ჩამოგვიყალიბდა ამ პრობლემის გადაჭრის საკითხებში,“ - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

პანკისიდან სირიაში გაყვანის ფაქტებს საქართველოს განათლების მინისტრიც გამოეხმაურა.
თამარ სანიკიძის განცხადებით, უნდა გაძლიერდეს მუშაობა ამ კუთხით და აუცილებელია კავშირი შესაბამის ორგანოებთან.

ამავე თემაზე
დღის ამბები