03 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
სტუდენტები ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციას თვითმმართველობის ავტონომიის დარღვევაში ადანაშაულებენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ადმინისტრაციას სტუდენტური თვითმმართველობის ავტონომიის დარღვევაში ადანაშაულებენ.

სტუდენტებმა ფარული ჩანაწერი გაავრცელეს, რომელიც მათ ანონიმურმა წყარომ მოაწოდა.

„ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციის თანამშომლებმა იცოდნენ, თუ როგორ ეძებდნენ კონკრეტული ლექტორები ეძებდნენ თავიანთი ძალისთვის მაჟორიტარებს და ეს არის პირდაპირი დარღვევა“, - განაცხადა თვითმმართველობის საბჭოს თავმჯდრომარემ ლაშა ადამაშვილმა.

თუმცა ადმინისტრაცია ბრალდებასა და უნივერსიტეტში მსგავსი სტუდენტის არსებობასაც უარყოფს.

თვითმართველობის არჩევნები 20 აპრილსაა დანიშნული. მანამდე სტუდენტები პიარის დეპარტამენტისა და სტუდენტური სამსახურის უფროსის გადადგომის მოთხოვნით აქციების გამართვას გეგმავენ.

დღის ამბები