03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
დაპირისპირება პარლამენტში სომეხთა გენოციდის შესახებ

დღეს ქუთაისის პარლამენტის სხდომაზე სამველ პეტროსიანის განცხადებას ხმაური მოჰყვა. მან სომეხთა გენოციდის აღიარება მოითხოვა.

„თავის დროზე დაგმობილი რომ ყოფილიყო სომეხთა გენოციდი, არ მოხდებოდა მსგავსი ტრაგედიები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მიმაჩნია, რომ ასეთი დანაშაულებები არ უნდა განმეორდეს არცერთი ერის წინააღმდეგ. მოვუწოდებ ყველა დემოკრატიულ ქვეყანას სადაც ჯერჯერობით არ არის დაგმობილი და შეფასებული ეს ისტორიული ფაქტი,“ - განაცხადა პეტროსიანმა.

მას ეთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობის წევრი აზერ სულეიმანოვი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არ იყო გენოციდი, ეს იყო სამოქალაქო დაპირისპირება და ამ ომში უფრო მეტი თურქები დაიღუპა, ვიდრე სომეხი,“ - აღნიშნა აზერ სულეიმანოვმა.

ქართული ოცნების წევრმა მახირ დარზიევმა ამ თემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გენოციდის აღიარება დაძაბავს ურთიერთობებს მეზობელ თურქეთთან, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ნატოს წევრი ქვეყანაა.

„ამ საკითხის განხილვა არ შედის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებში,“ - განაცხადა მახირ დარზიევმა.

ამ დაპირისპირებაში ჩაერთვნენ როგორც მმართველი გუნდის, ასევე საპარლამეტო უმცირესობის წარმომადგენლები.

ნაციონალური მოძრაობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებთ, გენოციდის თემა არ უნდა უკავშირდებოდეს ეთნიკურ დაპირისპირებას.

„ამოსავალი წერტილი საქართველოს პარლამენტის ყველა წევრისთვის გახლავთ ქართულ სახელმწიფოში თანაცხოვრების ის უნიკალური ტრადიციები რომელიც ჩვენ ამ წლების განმავლობაში შევქმენით,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ისაუბრა უმრავლესობის წევრმა გუბაზ სანიკიძემ და მან აღნიშნა რომ აუცილებელია ხელისუფლებამ, საგარეო საქმეთა სამინიტროს ძალოვანმა სტრუქტურებმა ადეკვატურად იმოქმედონ ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

„ხელისუფლება, თუ ოპოზიცია, ყველა ერთად უნდა ვიყოთ ამ საქმეში იმიტომ, რომ ჩვენ ვალი გავქვს ამ ხალხის წინაშე,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

დღის ამბები