03 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი მკვლელობის მოტივზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გია სოსანაშვილის წარმომადგენლებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.

გაგი მოსიაშვილის თქმით, სოსანაშვილის დაცვის მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ იური ვაზაგაშვილი ეჭვიანობის ნიადაგზე მელაძეების რძლის ახლობლებმა მოკლეს.

შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი აფეთქების დღეს სწორედ მელაძეების ოჯახში იმყოფებოდა. გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი თავად მადონა მელაძემაც გააკეთა.

ის სასაცილოს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას და აკონკრეტებს, რომ ის და იური ვაზაგაშვილი ახლო ნათესავები არიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები