03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
სირიაში საბრძოლველად წასული ქართველი ახალგაზრდები-პანკისის ხეობაში პრობლემა ისევ მოუგვარებელია

სოფელ დუისის რწმუნებული რამზან მარგოშვილი ყვება, რომ სირიაში გადაყვანა სხვა ადგილობრივი ახალგაზრდების მსგავსად მის შვილიშვილსაც შესთავაზეს, თუმცა მოზარდმა მშობლების ჩარევის შემდეგ უარი თქვა.

პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების საომრად წასვლის გამო პრემიერ-მინისტრი ყოფილ ხელისუფლებას აკრიტიკებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

პანკისის ხეობიდან სკოლის 2 მოსწავლის სირიაში გამგზავრების საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა დასრულებულია. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შედეგები ცნობილი მალე გახდება. სწორედ ეს ფაქტი გახდა საფუძველი, რის გამოც ძალოვანმა უწყებამ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები მოამზადა. ინიციატივის მიხედვით, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო ფორმირებებში გაერთიანება სისხლის სამართლის წესით დასჯადი იქნება.

პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების გაყვანისა და სირიაში მიმდინარე რელიგიური დაპირისპირების გამო, ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არასაკმარისად მიაჩნიათ საკანონმდებლო ორგანოში. დეპუტატები სპეცსამსახურებს გააქტიურებისკენ, მთავრობის წევრებს კი ჰუმანიტარულ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბოლოს პანკისის ხეობიდან სირიაში ორი არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი წავიდნენ. მშობლების ინფორმაციით, თურქეთიდან ისინი სირიაში საბრძოლველად გადაიყვანეს.

ავტორი:ეკო მაღრაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები