03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ქუთაისი-ხონის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ქუთაისი-ხონის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ქალბატონი გარდაიცვალა. ერთმანეთს "ჰიუნდაის," "ოპელისა" და სასწრაფო დახმარების მანქანები შეეჯახა. არიან დაშავებულებიც, რომლებიც ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები